Belive

დანა უაითი: ,,დვალიშვილის გადაწყვეტილებას კარგი დასასრული არ ექნება''

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს, არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საკუთარ მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან დაპირისპირებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ უაითმა დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის შემდეგ განაცხადა:

,,იცით, ადრე ეს გასაგები იყო, რადგან ბანაკების მცირე რაოდენობის გამო, მებრძოლებს დიდი არჩევანი არ ჰქონდათ. მაშინ ხშირად იყო შემთხვევები, როცა წუწუნებდნენ - ,,ოჰ, ის ჩემი მეგობარია, ის ჩემი მეგობარია...'' შეგიძლიათ, იჩხუბოთ და მეგობრებადაც დარჩეთ. მერაბისთვის ცუდი იქნება თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.

დვალიშვილს ტიტულისთვის ბრძოლა უნდა თუ სურს, რომ მის ქვემოთ მყოფი ხალხი გადაახტეს? ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ის სურს, რაც თქვა, მაშინ, შემიძლია, ამ ამბის ფინალი გითხრათ და ამას კარგი დასასრული ნამდვილად არ ექნება. თუმცა, ის უკვე დიდი ბიჭია, ყველაფერში გარკვევა დამოუკიდებლადაც შეუძლია,'' - განაცხადა უაითმა.

დღეს მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანი დაამარცხა, რითაც UFC-ში ზედიზედ მე-9 გამარჯვება დაუგროვდა.

ქართველი მებრძოლის ანგარიშზე UFC-ში სულ 9 მოგება და 2 მარცხია.

სხვა სტატიები