Belive

"დავიძინე ისე, რომ ვიცოდი თეთრ სახლში ისლამთან უნდა მეჩხუბა" - ილია თოფურია

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ისლამთან ბრძოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. "მატადორმა" პირდაპირ თქვა, რომ ის მახაჩევან ბრძოლას დათანხმდა და იცოდა, რომ თეთრ სახლში მას შეხვდებოდა. რაც შეეხება დაპირისპირების ჩაშლას, ეს ისლამის ხელი ტრავმმის გამო მოხდა.

ვიდრე ჯასტინთან ბრძოლის თანხმობას მივიღებდი, ისლამთან მეჩხუბა. დანამ თქვა, რომ თეთრი სახლის ბრძოლების დაანონსებას აპირებდა.

იმ ზარიდან, რომელიც UFC-სგან მივიღე, ვიცოდი რომ ისლამთან უნდა მებრძოლა. პირველი ჩხუბი, რომელიც მათ შემომთავაზეს მახაჩევის წინააღმდეგ იყო. დავიძინე და შუა ღამეს 100 ზარი მივიღე, მეუბნებოდნენ რომ ისლამმა ტრავმა მიიღო და ჯასტინ უნდა შევხვედროდი. - განაცხადა ილიამ

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯის შეხვდება. 15 ივნისს გასამართი ბრძოლა მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება.

სხვა სტატიები