Belive

"ყველამ იცის, რომ გასამარჯვებლად ერთი დარტყმა მჭირდება" - თოფურია მახაჩევთან ჩხუბზე

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

FULL SEND PODCAST-თან ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევზე ისაუბრა. ქართველის თქმით, მას მსუბუქი წონის ჩემპიონის დასამარცხებლად ერთი დარტყმა სჭირდება.

ისლამის წინააღმდეგ ძალიან ბევრი რამ მაქვს. მას ჩემთან ძალიან ცუდი დროის გატარება მოუწევს. ჩვენ ყველამ და თავად ისლამმაც იცის, რომ გასამარჯვებლად მხოლოდ ერთი დარტყმა მჭირდება. დამერწმუნეთ, რომ აუცილებლად მოვარტყამ, რადგან ხელებს გიჟივით არ ვიქნევ. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ილიამ 70 კილოგრამში ასვლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. ვინაიდან წონის კლების პროცესი "მატადორისთვის" რთულია მას ამ სტრესის მოხსნა და მსუბუქ წონაში ჩხუბი სურს. თავად ისლამ მახაჩევი, რომელიც მსუბუქი წონის ჩემპიონია, ქართველთან ბრძოლის შანსით მოხიბლული არ არის. როგორც დაღესტნელი ამბობს, კიდევ ერთი პატარა ბიჭის დამარცხება, მას არაფერს მოუტანს.

სხვა სტატიები