ჩოხელის ტრიუმფი და თანზილოვის მარცხი - ქართველების დებიუტი შედგა
UFC-ში 2 ქართველი მებრძოლის დებიუტი შედგა. ლას ვეგასში, ბრძოლის საღამო ოთარ თანზილოვის ჩხუბით გაიხსნა - 28 წლის ქართველი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში (65.8 კგ), ამერიკელ შეინ კოლინსს დაუპირისპირდა - აღსანიშნავია, რომ თანზილოვისთვის ეს არაბუნებრივი (უფრო მაღალი) წონაა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა და რეალურად პირველი რაუნდის წამოღებასაც იმსახურებდა, მსაჯებმა სამივე რაუნდი (30/27) ადგილობრივ მებრძოლს მიაკუთვნეს.
საღამოს მესამე ბრძოლა ლევან ჩოხელსა (ქვესაშუალო/77 კგ) და სომეხ ლეონ შაჰბაზიანს შორის შედგა - ქართველმა სადებიუტო გამოსვლა 23 წამში, ტექნიკური ნოკაუთით დაასრულა, მოწინააღმდეგეს არანაირი შანსი არ ჰქონია.
ორივე მათგანს UFC-სთან 4-მატჩიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე, ისინი კიდევ 3/3 ბრძოლას ჩაატარებენ.
¡Qué manera de terminar la pelea en segundos por parte de Levan Chokheli! 🤯
— Paramount+ Deportes (@PPlusDeportes) June 20, 2026
🔴 #UFCVegas119 EN VIVO por Paramount + pic.twitter.com/6MW6UVoocb