Belive

ჩხუბი ფეხბურთელებთან და მსაჯებთან: ნასერ ალ-ხელაიფიმ ბერნაბეუზე კონტროლი დაკარგა 

2 წლის წინ სხვა
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა მადრიდის "რეალმა" "პსჟ" - 3:1, ორი მატჩის ჯამში კი - 3:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგული გრანდის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი ძალიან გაბრაზებული იყო და როგორც ესპანური მედია იუწყება, კადრს მიღმა, სტადიონის სხვადასხვა ოთახში იგი აგრესიული ქმედებებითაც გამოირჩეოდა. როგორც Marca წერს, ყატარელი ბიზნესმენი მატჩის დასრულების შემდეგ, ჯერ საკუთარი გუნდის გასახდელში შევიდა და ფეხბურთელების და მწვრთნელის მიმართ პრეტენზიები გამოხატა, შემდეგ კი უკმაყოფილება მსაჯების მიმართაც გამოხატა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ხელაიფი მატჩის დელეგატსაც დაუპირისპირდა და მუქარები წაუყენა. ბერნაბეუზე გამართულ შეხვედრაში გოლები "პარი სენ-ჟერმენის" მხრიდან კილიან მბაპემ, ხოლო "სამეფო კლუბის" მხრიდან ქარიმ ბენზემამ გაიტანეს. ნასერ ალ-ხელაიფიმ "პსჟ" 2011 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ, გუნდის საუკეთესო შედეგი 2020 წელს, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გასვლაა.

სხვა სტატიები