Belive

"ჩემთან მარცხის შემთხვევაში კარიერას დაასრულებს" - დვალიშვილი სეხუდოზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალს მერაბ დვალიშვილი საკუთარ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს. "მანქანა" ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება და ექსპერტების აზრით, გამარჯვების შემთხვევაში შემდეგი ბრძოლა ქამარზე ექნება.

ტრადიციულად, ღონისძიების წინ სპორტსმენებმა მედიასთან შეხვედრა გამართეს. მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტებთან მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა. 

სეხუდო აქ ტყუილად არ არის. თუ მე დამამარცხებს სატიტულო ბრძოლას მიიღებს. ჩემპიონი იყო და ის დიდი სახელია. ჩემთან მარცხის შემთხვევაში კარიერას დაასრულებს. სეხუდო მშიერია და ვიცი ყველაფერს გააკეთებს გასამარჯვებლად. მეც ისევე მსურს გამარჯვება, როგორც მას. არასდროს მქონია შესაძლებლობა ქამარზე მებრძოლა და მინდა გამოვცადო. ეს ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის დიდი რამ იქნება.

ის ჩემზე უკეთესი მოჭიდავეა. ოლიმპიური ჩემპიონია. ჭიდაობის წესებით ის აუცილებლად დამამარცხებს, თუმცა, ეს MMA არის და ყველაფერი განსხვავებულია. თეიქდაუნებზე მეტად გამარჯვებაზე ვარ ორიენტირებული, ეს ჭიდაობის ტურნირი არ არის.

ილია თოფურიას ბრძოლა საქართველოსთვის დიდი მომენტია. მე ჩემპიონობის კანდიდატობისთვის ვიბრძვი. ყველა ქართველი ამ დღეს სულმოუთქმელად ელოდება. მე და ილია ერთმანეთს ვეხმარებით. ეს ჩხუბი ჩემთვის კიდევ ერთი გამოწვევაა. ვფიქრობ, რომ ქამარზე ბრძოლას ვიმსახურებ. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ 18 თებრვალს ილია თოფურია საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება.

სხვა სტატიები