Belive

"ჩემს თავში დარწმუნებული ვარ" - მერაბ დვალიშვილი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლამდე ორი დღე რჩება. ტრადიციულად, UFC Embedded საბრძოლი კვირაში ათლეტების ყოველდღიურობას ავრცელებს. დვალიშვილმა ვლოგების სერიაში განაცხადა, რომ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

საკუთარ თავში ძალიან თავდაჯერებული ვარ. ჩემს საქმეს გავაკეთებ და მსოფლიოს ვაჩვენებ, რომ ო'მალის ალჯამაინთან გაუმართლა. ბედნიერი, ჯანმრთელი და მშიერი ვარ. მოვდივარ.... - განაცხადა მერაბმა

15 სექტემბერს მერაბ დვალიშვილი ლას ვეგასში, ,,სფეროს'' არენაზე, შონ ო'მალის წინააღმდეგ ქამრისთვის იბრძოლებს.

გამარჯვების შემთხვევაში, 33 წლის მებრძოლი ილია თოფურიას შემდეგ UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდება.

სხვა სტატიები