Belive

"ჩემპიონი არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მინდა ამას მივაღწიო" - მერაბ დვალიშვილი

10 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილს წინ უდიდესი ბრძოლა ელის. ქართველი "მანქანა" 2 წონის ყოფილ ჩემპიონს ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. მოწინააღმდეგის დამარცხების შემთხვევაში, დვალიშვილს არაფერი ექნება დასამტკიცებელი და სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატი იქნება.

მერაბმა ამ ბრძოლის მნიშვნელობაზე მაიკლ ბისპინგთან ინტერვიუში ისაუბრა.

ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ სჭირდება სეხუდოს ეს გამარჯვება. მე უნდა დამამარცხოს, რომ ტიტულზე კვლავ იბრძოლოს. თუმცა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ მოხდეს. მეც მშიერი ვარ. ჩემპიონი არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მინდა ამას მივაღწიო. ეს ჩემი ქვეყნისთვის, მეგობრებისთვის, ფანებისთვის და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

დვალიშვილი ამ შეხვედრას 9-ბრძოლიანი დაუმარცხებელი სერიით ხვდება. გზად მერაბს ორი ყოფილი ჩემპიონი - ჟოზე ალდო და პიოტრ იანი ჰყავს დამარცხებული.

იმავე საღამოს მთავარ ბრძოლაზე ილია თოფურიასაც ვიხილავთ, რომელიც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები