"ჩემი ქალიშვილი უმნიშვნელოვანესია" - თოფურიამ პირველი სასამართლო განხილვა მოიგო
ილია თოფურია ყოფილ მეუღლესთან ერთად ესპანეთის ქალაქ მოსტოლესში პირველ სასამართლო განხილვაზე გამოცხადდა, სადაც მოსამართლემ ჯორჯინა უზკატეგუის 18-თვის ქალიშვილის ესპანეთიდან გაყვანა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წაყვანა აუკრძალა.
ჩემს ქალიშვილს ძალიან მალე ვნახავ. საერთოდ არ ვნერვიულობ - ჩემი პრიორიტეტი ქალიშვილი, შვილები და ჩემი ოჯახი არიან. - ილია თოფურია.
🚨 Ilia Topuria won his first legal battle against his ex-wife, Giorgina Uzcategui
— Home of Fight (@Home_of_Fight) January 9, 2026
- The court ruled in favour of Ilia Topuria, dismissing all of Giorgina’s requests to travel with their daughter from Spain to Miami.
- Giorgina argued that she needed to leave Spain due to… pic.twitter.com/3Z4dWrJDNT
პირველ სასამართლო განხილვაზე მოსამართლემ ჯორჯინა უზკატეგუის ყველა მოთხოვნა უარყო და მას ქალიშვილის მაიამიში წაყვანა აუკრძალა.
ჯორჯინა აღნიშნავდა, რომ მაიამიში გამგზავრება ონლაინ შეურაცხყოფისა და ბულინგის გამო სურდა, თუმცა მოსამართლემ განმარტა რომ ბილეთები ილია თოფურიას მიერ განცხადების გაკეთებამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე იყო შეძენილი.
აღსანიშნავია, რომ თოფურიას ქალიშვილი 4 თვის განმავლობაში არ ყავდა ნანახი, რომელზეც სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს აკრძალვა დედის მიერ იყო განპირობებული და მამას შვილის ნახვის შესაძლებლობას არ აძლევდა.