Belive

"ჩემი მოწინააღმდეგე დაუმარცხებელი, მშიერი და ახალგაზრდა ბიჭია" - ალექს ვოლკანოვსკი

9 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალს ალექს ვოლკანოვსკი საჩემპიონო ქამარს კარიერაში მეექვსედ დაიცავს. მისი ტიტულის წართმევას ქართველი "მატადორი" ილია თოფურია შეეცდება. ეს იქება პირველი შემთხვევა, როცა ქართველი UFC-ის ტიტულისთვის იბრძოლებს.

ამ ბრძოლასთან დაკავშირებით გულშემატკივრების აზრი ორად არის გაყოფილი. ბევრი თვლის, რომ ილია თავისუფლად გაიმარჯვებს, ზოგი ფიქრობს, რომ GOAT-ი საკუთარ ქამარს დაიცავს.

შეხვედრამდე 6 დღე რჩება და მოსამზადებელი პერიოდის რთული ნაწილიც უკვე დასრულებულია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ალექსი, საკუთარი YouTube არხის საშუალებით, მზადებას აქტიურად გვაჩვენებდა. ავსტრალიელმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა და ვიდეოში ილიასთან ბრძოლაზეც ისაუბრა.

ყოველთვის ვცდილობ, რომ ნომერ პირველი ბიჭები შევარჩიო. ცხადი იყო, რომ ილია ჩემი მომავალი ოპონენტი იქნებოდა. ჩემი მოწინააღმდეგე დაუმარცხებელი, მშიერი და ახალგაზრდა ბიჭია. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, რომ მოტივაცია მივიღო. ბევრს ვმუშაობ, რომ ეს ბიჭი უფრო თავმდაბალი გავხადო. ილიას კიდევ დიდი დრო სჭირდება, რომ მწვერვალზე ავიდეს. 18 თებერვალს კარგ გაკვეთილს მიიღებს და მის სიტყვებს უკან წაიღებს. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ იმავე საღამოს მერაბ დვალიშვილიც იბრძოლებს. მისი მეტოქე ჰენრი სეხუდო იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, დვალიშვილი სატიტულო ბრძოლასაც მიიღებს.

სხვა სტატიები