"ჩემი მიზანია სექტემბერში დავბრუნდე" - ილია თოფურია
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი მოირგო ოქტაგონზე არ გვინახავს. "მატადორმა" ალექს ვოლკანოვსკი 18 თებერვალს დაამარცხა და იმ დღიდან ქართველთან ბრძოლის სურვილი ბევრმა გამოთქვა. ყველაზე რეალურად მაქს ჰოლოუეისთან დაპირისპირება ჩანს. BMF-ის ტიტულის მოგების შემდეგ, "დალოცვილმა" "მატადორი" გამოიწვია და ილიასგან თანხმობაც მიიღო.
ჯერჯერობით ამ ბრძოლის თარიღი ცნობილი არ არის მაგრამ, ილია თოფურიას მაქსთან ჩხუბი სექტემბერში სურს.
ჩემი მიზანია სექტემბერში დავბრუნდე. ჩვენ ახლა მოლაპარაკებებს ვმართავთ. თუ მაქსი სექტემბერში მზად იქნება ჩვენ ვიბრძოლებთ. თუ ეს არ მოხდება წლის ბოლომდე მოვიცდით. მინდა რაც შეიძლება მალე ვიბრძოლო, რადგან მომავალ წელს ესპანეთში ჩხუბი მინდა. - განაცხადა ილია თოფურიამ
შეგახსენებთ, რომ BMF ქამრის მოგების შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია. ჩემპიონმა მაქსის გამოწვევა მიიღო და მასთან ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ BMF-ის ქამარს ჩამოვა. ჯერჯერობით, ამ დაპირისპირებაზე ოფიციალურად არაფერი ვრცელდება, თუმცა, დიდი ალბათობით მაქსისა და ილიას ბრძოლას ვიხილავთ.