"ჩემი გადმოსახედიდან ილია ჯერ მსუბუქი წონის ქამრისთვის ვერ იჩხუბებს" - პადი პიმბლეტი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
მსუბუქი წონის მებრძოლი პადი პიმბლეტი თვლის, რომ ილია თოფურიას მახაჩევთან ბრძოლა არ დაუმსახურებია. ინგლისელის თქმით, ილია ჯერ ისეთი დიდი ფიგურა არ არის, რომ სხვა დივიზიონში პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლა მიიღოს.
ილიამ ქამარი მხოლოდ ერთხელ დაიცვა. როგორც წესი, ამას მინიმუმ სამჯერ აკეთებენ. თოფურია არც ისე დიდი ვარსკვლავია. ის მაკგრეგორი არ არის, რომ ყველას გადაახტეს და სხვა ქამრისთვის იჩხუბოს. ჩემი გადმოსახედიდან ილია ჯერ მსუბუქი წონის ქამრისთვის არ იჩხუბებს. თუმცა, ვნახოთ რა მოხდება.
სადღაც ყური მოვკარი, რომ თოფურია UFC 314-ზე ვოლკანოვსკის შეხვდება. ბოლო კვირები და თვეებია ეს მესმის, თუმცა ამ ბიზნესში ბოლომდე არავინ არაფერი იცის, სანამ UFC ყველაფერს არ გააოფიციალურებს. - განაცხადა პადი პიმბლეტმა
როგორც იცით ილიასა და პადის შორის არც ისე კარგი ურთიერთობაა. სიტუაცია ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა, როცა ინგლისელმა საქართველოს და ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა. ილიასა და პადის ლონდონში შეხვედრისას მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.