Belive

"ჩემი და ო'მალის დაპირისპირების ხილვა ვის სურს?" - ილია თოფურია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი მომავალ მეტოქეს ეძებს. ილია თოფურიამ საკუთარ X-ის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივარს მისი და ო'მალის ჩხუბის შესახებ ჰკითხა.

მე და შუგა. ვის სურს ამის ხილვა? - წერს ილია თოფურია

საინტერესოა, რომ თოფურიას ჩემპიონობის შემდეგ, ო'მალი ქართველთან ბრძოლის სურვილს არ მალავდა. არაერთი ვიდეო გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ "მატადორი" სახიფათო მეტოქე იქნებოდა მაგრამ, მიუხედავად ამისა, მასთან ბრძოლა მაინც სურდა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გულშემატკივარს შონისა და მერაბის დაპირისპირების ნახვა უფრო სურთ. ამის შესახებ შონმაც ისაუბრა. "შუგა" რატომღაც ფიქრობდა, რომ გულშემატკივარს მისი და ილიას ბრძოლა უფრო დააინტერესებდათ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გულშემატკივრებს თოფურიას ო'მალისთან ბრძოლის იდეა არ მოეწონათ.

არავის სურს ამის ნახვა. ჯერ ქვემსუბუქ წონაში ჩაატარე ბრძოლა

ჯერ საკუთარ დივიზიონში დაიცავი ქამარი

გთხოვ, ჯერ ქვემსუბუქი წონის საჩმპიონო ქამრის დაცვა - წერენ გულშემატკივრები

სხვა სტატიები