Belive

"ჩემი აზრით, წონის შესახებ ცოტას იტყუება" - ჩენდლერი თოფურიაზე

5 დღის წინ სხვა
1 წთ

მაიკლ ჩენდლერი ამბობს, რომ ილია საკუთარი წონის შესახებ იტყუება. მას სჯერა, რომ ილია იმ წონას არ ატარებს, რომელსაც თავად ასახელებს. ჩენდლერმა ნსუბუქ წონაში ილიას პოტენციურ ბრძოლებზეც ისაუბრა.

ვფიქრობ წონის შესახებ ცოტას იტყუება. არ მჯერა, რომ 85 კილოგრამს იწონის. რეალურ ცხოვრებაში მინახავს, მის გვერდითაც ვმდგარვარ და მისაუბრია კიდეც.

მისთვის საუკეთესო იქნება თუ საჩემპიონო ბრძოლის მისაღებად, ვინმეს TOP 5-დან შეებრძოლება. საბოლოოდ, UFC მაინც იმას აკეთებს რაც თავად სურს. ისინი იმ ბრძოლებს ნიშნავენ, რომელიც სანახაობრივია და ილია-ისლამის ჩხუბი სანახაობრივი იქნება! - ამბობს მაიკლ ჩენდლერი

მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ, ილიამ წონის ჩემპიონი - ისლამ მახაჩევი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, დაღესტნელი თოფურიასთან ჩხუბზე უარს ამბობს.

სხვა სტატიები