Belive

"ჩემი აზრით, ილიასთან ჩხუბზე უარის თქმა ჭორია და მეტი არაფერი" - ჩელ სონენი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ ისლამ მახაჩევმა ილიასთან ბრძოლაზე უარი თქვა. ჩელ სონენი კი ფიქრობს, რომ შეუძლებელია აღნიშნული ინფორმაცია სიმართლე იყოს.

ამ ამბის გაგებისას მაშინვე გავიფიქრე, რომ ტყუილი იყო და ჩავთვალე ამით ისლამს შეურაცხყოფა მიაყენეს. არ მჯერა, რომ მახაჩევს ვინმესთან ჩხუბის ეშინია. ამის დასტურია მოიკანუსთან ბრძოლა, რომელსაც სულ სხვა მებრძოლისთვის მომზადებული შეხვდა. ჩემი აზრით, ილიასთან ჩხუბზე უარის თქმა ჭორია და მეტი არაფერი. ვფიქრობ, ისლამისთვის კიდევ ერთ ქვემსუბუქწონოსანთან ჩხუბის შეთავაზება შეურაცხმყოფელია. - განაცხადა ჩელ სონენმა

ისლამ მახაჩევის გუნდი ილიასთან ჩხუბის მთავარ პრობლემად იმას თვლის, რომ ქართველი ქვემსუბუქი წონიდან მოდის. დაღესტნელები ამბობენ, რომ "მატადორმა" მსუბუქ წონაში საკუთარი ძალები ჯერ სხვებთან უნდა დატესტო და ჩემპიონს ამის შემდეგ უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები