Belive

"ჩემი აზრით, ილია ისლამს 77 კილოგრამში ეჩხუბება" - დასტინ პორიე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 318-ის მედია დღეზე დასტინ პორიეს ისლამისა და ილიას შესახებ ჰკითხეს. "ბრილიანტი" თვლის, რომ ეს ჩხუბი გარდაუვალი და თოფურია მახაჩევს ქვესაშუალო წონაშიც აჰყვება. ამერიკელს მიაჩნია, რომ "მატადორს" ხალხის დანოკაუტება არც 77 კილოგრამში გაუჭირდება.

ვფიქრობ, თუ ისლამი მოიგებს, ილია მას 77 კილოგრამში შეხვდება. ისლამი დიდი ბიჭია. ვთვლი, რომ ილიას ქვემსუბუქი წონიდან ქვესაშუალო წონის ჩათვლით, ნებისმიერის გათიშვა შეუძლია. მას ამისთვის საკმარისი უნარები, ძალა და ტექნიკა აქვს. - განაცხადა დასტინ პორიემ

შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლისთვის პორიეს მახაჩევთან ჩხუბი ჩატარებული აქვს. იმ ბრძოლაში ამერიკელი დამარცხდა. ახლა მას წინ კარიერის ბოლო ბრძოლა ელის, რომელიც მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ იქნება. ეს დაპირისპირება 20 ივლისს გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები