Belive

"ვფიქრობ, ცარუკიანი ჩემპიონისთვის ყველაზე რთული ტესტი იქნება" - ისლამ მახაჩევი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევს არმან ცარუკიანისა და ილია თოფურიას დაპირისპირებაზე ჰკითხეს. მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი თვლის, რომ "მატადორის" სომეხ მებრძოლს გაურბის.

საიდუმლო არაა, რომ თოფურია არმანს გაურბის. ინტერნეტში ვნახე კომენტარი, სადაც ამბობს, რომ ურჩევნია კარიერა დაასრულოს ვიდრე ცარუკიანს შეხვდეს. არმანი კარგ სვლაზეა და ვფიქრობ ჩემპიონისთვის ყველაზე რთული ტესტი იქნება. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანს ჩხუბი დენ ჰუკერის წინააღმდეგ ჩაენიშნა. მათი ბრძოლა ნოემბერში კატარის ღონისძიებაზე გაიმართება.

რაც შეეხება ილიას, ის დიდი ალბათობით 2025 წელს აღარ იჩხუბებს. მის პოტენციურ მეტოქედ ჯასტინ გეიჯი ითვლება.

სხვა სტატიები