Belive

"ChatGPT-მ მითხრა, რომ დვალიშვილს პირველ ბრძოლაში მოვუგე" - შონ ო'მალი

2 საათის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალი დიდი ხანია ამბობს, რომ მერაბ დვალიშვილთან პირველ ჩხუბში გაიმარჯვა. "შუგას" ამის დასამტკიცებლად ბევრი არგუმენტი მოუყვანია და ახლა ChatGPT დაიმოწმა.

მეგობარო, პირველი, მესამე და მეხუთე რაუნდი... ხალხმა ეს იცის. ხელოვნურ ინტელექტს ანახე ეს ჩხუბი და კითხე ვინ მოიგო ბრძოლა. ChatGPT ნათლად გეტყვის, რომ შონ ო'მალიმ I, III და V რაუნდი მოიგო. - ამბობს შუგა

შეგახსენებთ, რომ პირველი ბრძოლის შემდეგ მერაბსა და შონს განმეორებითი ბრძოლაც ჰქონდა. მეორე ჩხუბიც მერაბმა მოიგო და ამჯერად, ყველაფერი დროზე ადრე მორჩა.

ბოლოს ო'მალიმ სონგ იადონგთან იბრძოლა და მეტოქე დაამარცხა კიდეც.

სხვა სტატიები