Belive

ჩაელ სონენი ფიქრობს, რომ ხაბიბი ოქტაგონში დაბრუნდება

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ყოფილი მებრძოლის ჩაელ სონენის აზრით, ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონში დაბრუნდება. ამერიკელი თავის მოსაზრებას საინტერესო თეორიითაც ამყარებს. ამის შესახებ მან საკუთარ YouTube არხზე ისაუბრა.

American Kickboxing Academy-ის მფლობელმა და მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა ინტერვიუში საუბრისას აღნიშნა, რომ ხაბიბი ვარჯიშს დაუბრუნდა.

ხაბიბი სულ ვარჯიშობს, მაგრამ ის მხოლოდ მაშინ მოდის ჩემთან, როცა ბრძოლისთვის ემზადება. - ამბობს ხავიერ მენდესი

უკვე სამ წელზე მეტია რაც ნურმაგომედოვი ოქტაგონს მიღმაა. მან ბოლოს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ იბრძოლა და სწორედ აქ განაცხადა, რომ აღარ იჩხუბებდა. ამის მთავარი მიზეზი მამის გარდაცვალება იყო.

ნოემბერში "არწივმა" დენიელ კორმიესთან საუბრისას განაცხადა, რომ დაბრუნების სანაცვლოდ, მან დანა უაითისგან ძალიან დიდი შემოთავაზება მიიღო და უარი თქვა. საქმე 40 მილიონ დოლარს ეხებოდა.

თუ მივიღებ გადაწყვეტილებას ამას არასდროს შევცვლი. ამაზე საუბარი დასრულებულია. ბედნიერი ვარ და ჩემს გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებ. - განაცხადა ხაბიბმა

სხვა სტატიები