ბუდაპეშტის მასტერსი: დღე I - ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ | პრევიუ
4-6 აგვისტოს ჩათვლით, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრს, ბუდაპეშტის მასტერსს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.
4 აგვისტოს, მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 60 და 66 კგ, ხოლო ქალებიდან 48, 52 და 57 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ.
60 კგ
60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას: თემურ ნოზაძე და გიორგი სარდალაშვილი დაიცავენ.
გიორგი სარდალაშვილი მონაწილეობას B ბადეში იწყებს და პირველ ეტაპზე მისი მეტოქე, კორეელი - ვონ ჯინ კიმი იქნება. კორეული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ახალგაზრდა ქართველი ტალანტი, პორტუგალიელ - როდრიგო კოსტა ლოპესსა და უზბეკ - დილშოდბეკ ბარათოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
რაც შეეხება თემურ ნოზაძეს, მას საკმაოდ რთული ბადე შეხვდა. ნოზაძე პირველივე ეტაპზე ამ წონის ლიდერს, ტაიპეელ - იუნგ ვეი იანგს შეხვდება.
66 კგ
66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას - ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს.
ვაჟა მონაწილეობას C ბადეში იწყებს და პირველ ეტაპზე იგი ტაჯიკელ - ნურალი ემამოლის დაუპირისპირდება. ტაჯიკური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი მარგველაშვილი, ესპანელ - ადრიან ნიეტო ჩინაროსა და გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე - ნარმანდახ ბაიანმუხს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვაჟა მარგველაშვილს ბადეშ საკმაოდ გაუმართლა და ძიუდოს ექსპერტების აზრით, იგი ამ შეჯიბრზე ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.
57 კგ
57 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ - ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს.
ეთერ ლიპარტელიანი C ბადიდან იწყებს ასპარეზობას და იგი პირველ ეტაპზე, ნიდერლანდელ - პლეუნი კორნელისეს შეხვდება. ნიდერლანდელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი, ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე, ჩინელ - ქი ცაისა და იტალიელ - ვერონიკა ტონიოლოს შორის გამარჯვებული იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეთერ ლიპარტელიანს ბადეში უძლიერესი იაპონელი - ჰარუკა ფუნაკუბო ჰყავს, რომელსაც 1/4-ფინალში ეკვეთება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00სთ-ზე, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.