Belive

"ბრძოლისას მერაბის ჭრილობა ჩემი სამიზნე იქნება" - შონ ო'მალი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე დღის წინ, მერაბ დვალიშვილმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით პოსტი გამოაქვეყნა. ქართველმა მებრძოლმა ვარჯიშზე ჭრილობა მიიღო, რომელსაც ექიმის ჩარევა დასჭირდა. დვალიშვილის ამ პოსტს ბევრი სკეპტიკოსი გამოუჩნდა. ფანები ამბობდნენ, რომ ბრძოლისას ეს ჭრილობა ო'მალის სამიზნე აუცილებლად გახდებოდა. "შუგამ" ამის შესახებ ისაუბრა და ფანების ვარაუდიც გაამართლა.

არ აქვს მნიშვნელობა ეს ჭრილობა შეხორცდა თუ არა, ვაპირებ რომ ისევ გავხსნა. არ ვიცი ბრძოლამდე რა დონეზე იქნება შეხორცებული. ეს ჭრილობა მარცხენა მხარეს აქვს და ჩემი მარჯვენა მიზანს არასდროს სცდება. სავარაუდოდ ჯერ მის ცხვრის მოვარტყამ, რადგან მისი ცხვირი სახის 85%-ს ფარავს. - თქვა შონ ო'მალიმ

MMA Junkie-სთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ ჭრილობა უკვე ბოლომდე შეუხორცდა.

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა თბილისის დროით 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.

სხვა სტატიები