"ბრძოლა დაიწყო, გაშეშებული ვიდექი და უბრალოდ დარტყმებს ვიღებდი" - ჩარლზ ოლივეირა
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიასთან ჩხუბზე ისაუბრა. როგორც ბრაზილიელი ამბობს, ილიასთან დასახული გეგმა საერთოდ ვერ შეასრულა.
ყველაფერს შევცვლიდი. არა მოსამზადებელ პერიოდში, არამედ ჩხუბში. არაფერი გამიკეთებია, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებდი. მან საკუთარი გეგმა პირნათლად შეასრულა და ჩემპიონიც გახდა. ჩემი სტრატეგია ასეთი იყო - დატყმა და უკან გასვლა, მუხლების დაზიანება, ხელების გამოყენება, რომ თავში ფეხის დარტყმა მომემზადებინა, პირდაპირი ფეხის დარტყმებით დისტანციის შენარჩუნება. ბევრი წვივში დარტყმა დავამუშავე. ბრძოლა დაიწყო, გაშეშებული ვიდექი და უბრალოდ დარტყმებს ვიღებდი. ვგეგმავდით რაღაცებს, მაგრამ ვერაფერი გავაკეთე. ყველაზე მეტად ეს მაღიზიანებს - ვარჯიშობდე რაღაცისთვის თავდაუზოგავად და ბრძოლაში არაფერი გამოიყენო. - განაცხადა ჩარლზმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი წონის ჩემპიონობა სწორედ ოლივეირასთან ბრძოლაში მოიპოვა. "მატადორი" ერთადერთი ქართველია, რომელმაც UFC-ის ორი წონის ჩემპიონობა იზეიმა.