ბელგიურ პრესაში საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ სტატია გამოქვეყნდა.
voetbalkrant.com-ის ინფორმაციით, 22 წლის ქართველი "გენტს" მალე დატოვებს და კარიერას ისევ იჯარით გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, "ბუფალოების" შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იქნება, კლუბს ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს და ასევე, იქნებიან ახალი ფეხბურთელებიც. რაც შეეხება ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, "გენტი" მის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა გუნდიდან იჯარის წესით გაუშვებს. კონკრეტული ჩემპიონატები და კლუბები voetbalkrant.com-ის ვერსიით არ ხმაურდება.
გიორგი ჩაკვეტაძემ 2022/23 წლების სეზონი "ჰამბურგში" გაატარა და მეორე ბუნდესლიგის კლუბში 12 მატჩში 1 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.