"BMF-ის ახალ ბრძოლაზე მუშაობა დავიწყეთ" - დანა უაითი
BMF-ის ტიტულის ისტორია 2019 წლიდან იწყება, როდესაც ხორხე მასვიდალმა ნეით დიასი დაამარცხა და ამ ქამრის პირველი მფლობელი გახდა. თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, UFC-ს ახალი BMF ჰყავდა. ვერცხლისფერი ქამრისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯიმ დასტინ პორიე დაანოკაუტა. თავის მხრივ, ჰეიჯიმ კუთვნილი ქამარი UFC 300-ზე მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ვერ დაიცვა და BMF-ის ტიტულის ახალი მფლობელი ჰავაიელი მებრძოლი გახდა.
დანა უაითმა განაცხადა, რომ BMF-ის ქამრის ახალი ბრძოლისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია. ჯერჯერობით, ოფიციალურად არაფერი ცხადდება მაგრამ ყველა ელოდება, რომ აღნიშნული დაპირისპირება ილიასა და მაქსს შორის ჩატარდება.
BMF-ის ახალ ბრძოლაზე მუშაობა დავიწყეთ. მიყვარს როცა მებრძოლებს ამ ქამრისთვის ჩხუბი მოსწონთ. ახლა ბევრ საქმეზე ვმუშაობთ. ღონისძიებებს სექტემბერში Sphere-ში, ნოემბერში კი Madison Square Garden-ში გავმართავთ. წინ ბევრი დიდი ბრძოლა გველის. - განაცხადა დანა უაითმა
შეგახსენებთ, რომ BMF-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია. ბუნებრივია, რომ "მატადორმა" გამოწვევას უპასუხა და ბრძოლაზე დათანხმდა.