Belive

betlive Winter Season გუდაურში სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს უმასპინძლებს!

1 თვის წინ სხვა
2 წთ

კომპანია betlive White Rabbit-თან თანამშრომლობით, 11 იანვრიდან გუდაურში მრავალფეროვან სპორტულ აქტივობებს იწყებს.

ივენთები გუდაურში გაიმართება და სამთო-სათხილამურო კურორტის ყველა სტუმარს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. თანამშრომლობის ფარგლებში პირველი ღონისძიება 11 იანვარს, White Rabbit Park-ში შედგება. Jib Contest-ი ექსტრემალური გართობისა და ადრენალინის მოყვარულების ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა და ივენთების სერიაც ამ აქტიური სანახაობით დაიწყება. 17 იანვარსა და 28 თებერვალს Fussbal Champ-ს გაიმართება. 7 თებერვალსა და 21 მარტს თავის Ping Pongs Champs-ში გამოცდის შესაძლებლობა გექნებათ, ხოლო 28 მარტს Fun Ride გაიმართება. აქტივობები 4 აპრილს White Rabbit Invitational-ით დასრულდება.

ამიტომ, თუ გსურს რომ გამოსცადო საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა შეჯიბრში, ან უბრალოდ გაიხალისო ზამთრის თოვლიანი დღეები და მეგობრებთან ერთად დრო მხიარულად გაატარო - მაშინ არ გამოტოვო betlive-სა და White Rabbit-ის თანამშრომლობით გასამართი აქტივობების სერია. როგორც აღვნიშნეთ, ივენთები გუდაურში 11 იანვარს დაიწყება და 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ივენთების კალენდარი

• Jib Contest – 11 იანვარი

• Fussbal Champs – 17 იანვარი, 28 თებერვალი

• Ping Pong Champs – 7 თებერვალი, 21 მარტი

• Fun Ride – 28 მარტი

• White Rabbit Invitational – 4 აპრილი

სხვა სტატიები