მარტში betlive Racing Season 2026 აიღებს სტარტს
მარტში betlive Racing Season 2026 აიღებს სტარტს - betlive-ისა და BMW Club Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში, რუსთავსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება დრიფტი, დრაგი და სხვა საინტერესო ღონისძიებები. ივენთების სერია „betlive Racing Season” სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება, სადაც უამრავი სანახაობა ელოდება, როგორც მონაწილეებს, ისე მაყურებელს.
„betlive Racing Season 2024“-ის ფარგლებში ჩატარებული დრიფტის ჩემპიონი ირაკლი შალიკაშვილი გახდა. მეორე ადგილზე გიორგი კოდუა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი გიორგი გრიგალაშვილმა დაიკავა. GDS'24 გუნდურ ჩათვლაში პოდიუმის პირველი ადგილი კი GM Tuning & R.E.G Racing Team-ს ერგო.
რაც შეეხება 2025 წლის დრიფტის 5 ეტაპიან ჩემპიონატს, ღონისძიებათა სერია მთელი წლის განმავლობაში აქტიურად წარიმართა და სტანდარტულად, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ვიხილეთ.
betlive Racing Season 2025-ის ფარგლებში ჩატარებული Georgian Drift Series 2025-ის ჩემპიონი გიორგი გრიგალაშვილი გახდა. მეორე ადგილზე 15 წლის დებიუტანტი, ევა ივანოვი გავიდა 324 ქულით, ხოლო მესამე პოზიცია ირაკლი შალიკაშვილმა დაიკავა 306 ქულით.
Georgian Drag Racing Series, განსხვავებით დრიფტის შეჯიბრებისგან, რომელიც სხვადასხვა ქალაქში იმართება, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ტარდება. შეჯიბრების წესები მარტივია - 2 მრბოლელი შუქნიშნის მწვანე ფერზე იძვრება და იმარჯვებს ის, ვინც 402 მეტრში ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს. Georgian Drag Racing Series-ში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, იქნება ის მოყვარული თუ პროფესიონალი მრბოლელი. რაც მთავარია, ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ახალი კლასების შესაბამისად, რომელიც დაიყოფა საკვალიფიკაციო დროის მიხედვით.
როგორც უკვე ვახსენეთ, betlive Racing Season 2026 მარტში აიღებს სტარტს, სადაც ორგანიზატორები განსხვავებულ ფორმატს, უამრავ სიახლეს და კიდევ უფრო მეტ ადრენალინს გვპირდებიან.