Belive

betlive Racing Season 2024 იწყება

1 თვის წინ სხვა
1 წთ

betlive.com ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სპორტის მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია, betlive-სა და Georgian Drift Series-ის კოლაბორაციით, ივენთების სერია „betlive Racing Season“-ს იწყება. პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიისა და BMW Club Georgia-ს აქტიური ჩართულობით გაიმართება ავტოივენთები სხვადასხვა მიმართულებით. ივენთები ჩატარდება როგორც თბილისში, ასევე, სხვადასხვა ქალაქში.

betlive-სა და Georgian Drift Series-ის დამეგობრების შედეგად, 7 აპრილს, ავტოსპორტის მოყვარულებს მაქსიმალური ადრენალინისა და სიამოვნების მისაღებად, რუსთავის ავტოდრომზე გელით!

6-7 აპრილს დრიფტის 5-ეტაპიანი ჩემპიონატი აიღებს სტარტს. „betlive Racing Season 2024“-ის ფარგლებში, ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები, რუსთავის ავტოდრომზე შეიკრიბებიან და საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

6 აპრილს საკვალიფიკაციო რბოლები გაიმართება, ხოლო 7-ში ფინალური ეტაპი შედგება. აღსანიშნავია, რომ ყველა ეტაპზე გამოვლინდება გამარჯვებული, მაგრამ, საბოლოოდ ხუთივე ეტაპის ქულები დაჯამდება და საუკეთესო ქულების მფლობელი, ჩემპიონის ტიტულს დაეუფლება.

სხვა სტატიები