ბეთლაივი მძლეოსნობის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორი გახდა
„ბეთლაივი“ ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერას აგრძელებს: ამჯერად, კომპანია მძლეოსნობის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორი გახდა. ორ მხარეს შორის შეთანხმება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს.
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციაში შეჯიბრებები 7 ძირითად სახეობაში ტარდება. ქართველი სპორტსმენები რბენაში, ხტომაში, ბადროს ტყორცნაში, სპორტულ სიარულში, თარჯრბენსა და ამანათრბენაში ასპარეზობენ - სპორტის ეს სახეობები დამატებით დისციპლინებს მოიცავს, როგორიცაა რბენა სხვადასხვა დისტანციაზე, ბირთვის კვრა, ბადროს ტყორცნა, მარათონი 42 კმ-ზე, ნახევარმარათონი და სხვ.
„ბეთლაივთან“ თანამშრომლობის შედეგად, მძლეოსნობის ფედერაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ სპორტის ზემოთაღნიშნული სახეობები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და ჯანსაღი ცხოვრების უფრო მეტ მოყვარულს გააერთიანებს.
მძლეოსნობის ფედერაციასთან შეთანხმებით, „ბეთლაივი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. კომპანიის ხედვით, კერძო სექტორის ჩართულობა სპორტის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია და, შესაბამისად, „ბეთლაივი“ როგორც პროფესიონალური, ასევე სამოყვარულო სპორტის განვითარების თანამონაწილე ხდება.
მიმდინარე წელს, „ბეთლაივმა“ რაგბის კავშირთან, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციებთან, ასევე საფეხბურთო „მასტერ ლიგასთან“ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი. პარალელურად, ბრენდის ამბასადორები გამორჩეული ქართველი სპორტსმენები, სანდრო მამუკელაშვილი, დავით ნინიაშვილი და ამირან გოგოლაძე გახდნენ. კომპანიის განცხადებით, „ბეთლაივი“, როგორც ინოვატორი კომპანია, გულშემატკივარს არაერთ საერთო, საინტერესო პროექტს შესთავაზებს.