Belgrade Games | ნიკო მაისურაძე ქროსფიტის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
5-6-7 სექტემბერს, სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი საერთაშორისო ტურნირს, Belgrade Games უმასპინძლებს, რომელშიც ქროსფიტის წამყვანი ატლეტები მიიღებენ მონაწილეობას.
25 წლის ქართველი სპორტსმენი - ნიკო მაისურაძე, ევროპის საუკეთესო ქროსფიტ ათლეტებს შორის მოხვდა და სერბეთში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. ნიკოს პრესტიჟულ ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად, მხარდაჭერას კომპანია betlive უწევს.
პრესტიჟულ ტურნირზე მონაწილეობის მიღებამდე, ქართველმა ქროსფიტერმა გაძლიერებული კემპი გაიარა რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებმა მასტერკლასები ჩაატარეს. სპეციალურ მომზადების პროგრამას სპორტის სხვადასხვა სახეობის მაღალკვალიფიციური წარმომადგენლები გაუძღვნენ.
მოსამზადებელმა იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე ველოდი. კონკურენციაში დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც თეორიული - ისე პრაქტიკული. ვფიქრობ, შემიძლია სახლში მედლით დავბრუნდე. - ნიკო მაისურაძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ევროპის საუკეთესო 40 ათლეტთან ერთად, ნიკო მაისურაძემ ქროსფიტის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურზე იასპარეზა, რომელიც საფრანგეთში გაიმართა.