Belive

ბარსელონას ახალწვეული ფერან ტორესი შესაძლოა სიტიში დაბრუნდეს

2 წლის წინ სხვა
2 წთ

"ბარსელონას" მიერ ახლახანს დამატებული შემტევი ნახევარმცველი, ფერან ტორესი შესაძლოა კვლავ "მანჩესტერ სიტიში" ვიხილოთ. კატალონიურმა კლუბმა ესპანელ ფეხბურთელს შესთავაზა, რომ სეზონის დარჩენილი პერიოდიც "ქალაქელების" რიგებში გაატაროს, რადგან მათ ჯერ ახალი მოთამაშის დარეგისტრირება არ შეუძლიათ. "ბლაუგრანამ" 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ქალაქელებს" 46 მილიონი ევრო გადაუხადა და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, იგი უკვე ოფიციალურადაც წარადგინეს. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში ერთი მილიარდი ევროა მითითებული, თუმცა კლუბი ფინანსურად ჯერ კიდევ იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ახალი მოთამაშის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს.

No description available.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი ტორესის საფასურს ოთხეტაპიანი განვადებით იხდის, მაგრამ მათ ასევე აქვთ სიტის 1.5 მილიონი ევროს ოდენობის ვალი, რამდენიმე წლის უკან დენის სუარესთან დაკავშირებული გარიგების გამო. უდიდესი ალბათობით, თუ კლუბი სახელფასო ჭერის განთავისუფლებას ვერ მოახერხებს, მაშინ ტორესი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ისევ პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ გუნდში ითამაშებს. ფერან ტორესი "ვალენსიას" აკადემიის აღზრდილია და ამ კლუბის მთავარ გუნდთან ერთად 2 სეზონის განმავლობაშ თამაშობდა და ესპანეთის თასის მოგებაც მოახერხა. 2020 წლის აგვისტოში იგი "მანჩესტერ სიტიმ" 33.5 მილიონ ევროდ შეიძინა და მას მერე ინგლისური გუნდის მაისურით ახალგაზრდა ფეხბურთელმა 43 მატჩში 16 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და ინგლისის პრემიერ ლიგა და ლიგის თასი მოიგო.
No description available.

სხვა სტატიები