Belive

უნიკალური შემთხვევა - 41 წლის ძიუდოისტი ულან-ბატორის გრანდ სლემზე იასპარეზებს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

23-25 ივნისს, მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - ულან-ბატორის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ამ მომენტისთვის 5 კონტინენტის, 45 ქვეყნის 349 სპორტსმენია რეგისტრირებული.

საქართველოს ნაკრები კი ულან-ბატორის გრანდ სლემზე 3 სპორტსმენით იასპარეზებს: ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).

ძალიან საინტერესო და უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ კორეის ნაკრებში. კერძოდ კი, 41 წლის სპორტსმენი - ლი ვონ-ჰი ულან-ბატორის გრანდ სლემზე მონაწილეობას მიიღებს.

ამ შემთხვევაში მხოლოდ ასაკი არ არის გასაკვირი, საინტერესოა ის ფაქტი, კორეელმა ძიუდოისტმა პროფესიონალური კარიერა 2015 წელს დაასრულა და მას შემდეგ სამხრეთ კორეის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

ლი ვონ-ჰი ლეგენდარული სამხრეთ კორეელი ძიუდოსტია, მან 2003 წელს მსოფლიო ჩემპიონობა, ხოლო 2004 წელს ათენში, ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.

სხვა სტატიები