Belive

ბაადურ ჯობავა წლის ბოლომდე საპრიზო ტურნირებიდან მოკვეთეს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა წლის ბოლომდე ყველა საპრიზო ტურნირიდან მოკვეთეს. ჯობავა მისი მოწინააღმდეგის მიმართ რასისტული და შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო დაისაჯა.

ერთ-ერთ ტურნირზე, რომელიც ცნობილი საჭადრაკო საიტის chess.com-ის საშუალებით იმართებოდა, ბაადური ჩინელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი მის ოპონენტს თაღლითობაში ადანაშაულებდა და მის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებიც არ დაიშურა.

https://www.reddit.com/r/chess/comments/10srym0/jobava_during_the_airthings_qualifiers_ban_all/?utm_term=2225116152&utm_medium=post_embed&utm_source=embed&utm_name=&utm_content=header

chess.com-მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია რომ ქართველი ტურნირებს ჩამოშორდება.

"ძვირფასო საჭადრაკო საზოგადოებავ,

3 თებერვალს, Airthings Masters-ზე თამაშის დროს, ბაადურ ჯობავამ ჩვენი ქცევის კოდექსი დაარღვია. მან მოწინააღმდეგის მიმართ რასისტული განცხადებები გააკეთა და ჩვენი გუნდის წევრებსაც მიაყენა შეურაცხყოფა. ინცინდეტის შემდეგ, ყველა მონაწილეს, მათ შორის ჯობავასაც ვესაუბრეთ. ბაადურს ვაცნობეთ, რომ მისი ანგარიში დაიბლოკებოდა და 2023 წლამდე საპრიზო ტურნირებზე ვერ იასპარეზებდა." - წერს chess.com-ის ოფიციალური Twitter გვერდი.

სხვა სტატიები