Belive

პოლონელმა მოჭადრაკემ რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა

10 თვის წინ სხვა
1 წთ

პოლონელმა მოჭადრაკემ იან-კრიშტოფ დუდამ რუს მოწინააღმდეგეს ხელი არ ჩამოართვა.

დუდას ამ ქმედების გამო მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა ემუქრებოდა. მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის (FIDE) წესების თანახმად, მოწინააღმდეგეებს შორის ხელის ჩამორთმევა ყოველი თამაშის წინ ურთიერთპატივისცემის ნიშანია. გაზეთი Sport-Express-ის თანახმად, პოლონელს მოკვეთდნენ კიდეც თუ რუსი სპორტსმენი საჩივარს შეიტანდა.

რუსი მოჭადრაკე დენის ხისმატულინი მისი ქვეყნის ქმედებებს უკრაინაში მხარს აქტიურად უჭერს და სწორედ ეს გახდა პოლონელი მოჭადრაკის უარის მიზეზი.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირმა სტარტი უზბეკეთში დეკემბრის ბოლოს აიღო, თუმცა, ამ ამბავმა ხალხის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ვიდეო სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა.

სხვა სტატიები