ავთანდილ ხურციძე რინგზე ბრუნდება
8 თვის წინ
სხვა
1 წთ
ცნობილი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე რინგს უბრუნდება. 44 წლის სპორტსმენი ბრძოლას აშშ-ში გამართავს. შეგახსენებთ, რომ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ ასპარეზობს.
პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ხურციძემ 37 ბრძოლა გამართა და აქედან მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. ავთანდილს 33 მოგებასთან ერთად 2 ფრეც აქვს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ჩაქუჩამ" 33-დან 22 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო.