Belive

აურელიო დე ლაურენტისი: "ახლა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

1 წლის წინ სხვა
1 წთ

33 წლიანი პაუზის შემდეგ, “ნაპოლიმ” ნანატრი ჩემპიონობა იზეიმა. “უდინეზესთან” ნათამაშები ფრეს შემდეგ, სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა გაინაღდა. დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი გულშემატკივარი შეიკრიბა და ჩემპიონობა ერთად იზეიმეს. ადგილზე იმყოფებოდა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც, რომელმაც CBS-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ახლა მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

„ახლა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ. ვფიქრობ, რომ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ძლიერები ვიყავით და მხოლოდ ცუდი მსაჯობის გამო გამოვეთიშეთ ტურნირს. მაგრამ, ეს არის ფეხბურთი, ეს არის უეფა, ასეთია სამყარო. ასე რომ, მომავალ წელს კიდევ ვცდით." - განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგიდან "მილანმა" გამოაგდო. ორი შეხვედრის ჯამში "როსონერიმ" სპალეტის გუნდი 2:1 დაამარცხა და 1/2 ფინალის საგზური მათ მოიპოვეს.

სხვა სტატიები