ლაპორტა: "ხელფასების შემცირება უნდა გავაგრძელოთ"
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
"ბარსელონაში" ფინანსური პრობლემები გრძელდება. კლუბის ორეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ხელფასების შემცირება კვლავ უნდა განაგრძონ.
"იმისათვის, რომ კონკუნერტუნარიანი გუნდი ავაშენოთ, ხელფასების შემცირება უნდა გავაგრძელოთ. გავაგრძელებთ მოქმედებას და მიზანსაც მივაღწევთ." - განაცხადა "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამ ზაფხულს “ბლაუგრანამ” 200 ევროზე მეტით შეუმცირა საკუთარ თანამშრომლებს ხელფასები. გუნდის ხელმძღვანელობამ ეს ყველაფერი ფინანსური წესების დასაცავად გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გავის გუნდში ყოფნა საფრთხის ქვეშ დგას.