არბუზოვი ტატამიზე ბრუნდება | სადებიუტო ასპარეზობა ახალ წონაში
6 საათის წინ
სხვა
1 წთ
22 წლის რუსი ძიუდოისტი - ტიმურ არბუზოვი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ ტატამიზე ბრუნდება. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ბედს ახალ წონაში (90 კგ) ცდის და ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის შერეულ გუნდურ პირველობაზე მოხდება, რომელიც 7 ნოემბერს სერბეთში გაიმართება.
რუსეთის მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის გუნდურ პირველობაზე
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს ტიმურ აბუზოვმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიგო წითელი არშია, 2026 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე შეძლო მან ტატოს დამარცხება და კონტინენტის პირველობაც კარიერაში პირველად მოიგო.
მან რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ტრავმა ჰქონდა და ტატამიზე დაბრუნების შემდეგ წონას შეიცვლიდა - ასეც მოხდა, იგი 90-კგ ში შეეცდება თავის დამკვიდრებას.