Belive

"ის კარგი მაგალითია თუ როგორ უნდა შექმნა ბრენდი" - ნინა დრამა დვალიშვილზე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ნინა დრამა ამერიკელი ინფლუენსერი და ბლოგერია, რომელიც ძირითადად UFC-ის მებრძოლებთან მუშაობს. მას YouTube-ზე 1.12 მილიონი ხოლო, Instagram-ზე 2.3 მილიონი გამომწერი ჰყავს. დრამა ყოველთვის ასეთი ცნობილი არ ყოფილა. როგორც თავად ნინა იხსენებს, მის წარმატებაში მერაბ დვალიშვილს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის.

სიგიჟეა 2 წელიწადში რამდენი რამ მოხდა. ზუსტად ორი წლის წინ, მერაბ დვალიშვილს UFC-ის ბრძოლაზე პირველად შევხვდი. მახსოვს UFC Apex-ში ჩემი კამერებით შეპარვას ვცდილობდი, რომ რომელიმე მებრძოლი ჩამეწერა. მერაბ დვალიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ინტერვიუზე დამთანხმდა. ის ძალიან კეთილი და მხიარული იყო. მახსოვს რამდენს ვიცინოდი მის ხუმრობებზე და ვიცოდი, რომ ერთ დღეს სუპერ ვარსკვლავი გახდებოდა. მერაბი ასეთი პიროვნება იყო და მის შესახებ არავინ იცოდა. ვუთხარი, რომ სოციალური ქსელისთვის მეტი ყურადღება დაეთმო, რადგან ვიცოდი შეეძლო დიდი გამხდარიყო. ახლა მერაბი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია და ერთ-ერთი საუკეთესო და მხიარული მებრძოლია, რომელიც შეგიძლია სოციალურ ქსელში გამოიწერო. ის შესანიშნავი მაგალითია თუ როგორ უნდა შექმნა ბრენდი. ბევრს ჯერ კიდევ არ ესმის და ვერ აცნობიერებს სოციალური ქსელების ძალას. რამდენად მნიშვნელოვანია ის საკუთარი ბრენდისთვის და მარკეტინგისთვის. ეს შენს კარიერაში ინვესტიციაა. მერაბმა საკუთარ თავში ინვესტიცია 2 წლის წინ ჩადო. გილოცავ ჩემპიონო! შრომა და თავდადება!! შენით ძალიან ვამაყობ! - წერს ნინა დრამა საკუთარ X-ის გვერდზე

შეგახსენებთ, რომ UFC Noche-ზე მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ტიტულისთვის ბრძოლაში მან შონ "შუგა" ო'მალი დაამარცხა.

სხვა სტატიები