"არა მგონია, რომ UFC-მ ილიასა და არმანის ჩხუბი ჩანიშნოს" - შონ ო'მალი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
UFC Qatar-ზე მთავარი ბრძოლა არმან ცარუკიანმა გამართა, რომლის მოწინააღმდეც დენ ჰუკერი იყო. სომეხმა მეტოქე მარტივად საბმიშენით დაამარცხა და ამ მოგებით საჩემპიონო ბრძოლა თითქმის გაინაღდა. მიუხედავად ამისა, შონ ო'მალი თვლის, რომ UFC ილია-არმანის ჩხუბს არ ჩანიშნავს.
არმანი ხუმრობა აღარაა. მისი და ილიას დაპირისპირება ძალიან საინტერესოა. არა მგონია UFC-მ არმანი Vs. ილია ჩანიშნოს, რადგან ვფიქრობ მათ ილია ჩემპიონად მოსწონთ. UFC-ს არ უნდა, რომ არმანი ჩემპიონი გახდეს. მას ილიას დამარცხების რეალური შანსი აქვს. ვფიქრობ, თოფურია მას მაინც გათიშავს, მაგრამ თუ ვინმეს 70 კილოგრამში ილიას დამარცხება შეუძლია, ეს ცარუკიანია. - განაცხადა შონ ო'მალიმ
Sean O’Malley says the UFC will avoid booking Ilia vs Arman to protect Ilia’s title reign 👀🤯
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) November 23, 2025
"I don’t think the UFC will make Arman vs Ilia because I think they love Ilia as a champion. I don’t think they really want Arman to become champion. Arman has a legitimate chance of… pic.twitter.com/Vvj7HsyMsh
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის დივიზიონში პირველ ადგილზეა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ილიამ და არმანმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში არც ისე კარგად მოიხსენიეს.