"არ ვიცი რატომ ფიქრობთ, რომ მერაბის მეშინია" - შონ ო'მალი
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის არ ეშინია. მას შემდე, რაც "შუგამ" სტერლინგი დაამარცხა და მასთან რემატჩზე უარი განაცხადა, ყველა მერაბისა და ო'მალის ჩხუბზე ალაპარაკდა. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად შონი დვალიშვილთან ბრძოლას გაურბის. სწორედ ამ თემასთან დაკავშორებით ისაუბრა ჩემპიონმა.
ნებისმიერთა ვიბრძოლებ. თუ მათ სურთ, რომ მერაბს ვებრძოლო... არ ვიცი რატომ ფიქრობს ყველა, რომ მერაბის მეშინია. ვფიქრობ, ალჯო მერაბზე უკეთესია და მე ვიცი, რომ ალჯოს დანოკაუტება შემიძლია. - განაცხადა შონ ო'მალიმ
ო'მალის ამ განცხადებას ალჯო შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: "მაშინ ებრძოლე მერაბს"
