Belive

"არ მინდა გავრისკო" - მერაბი ვოლკანოვსკისთან ჩხუბზე

5 თვის წინ სხვა
1 წთ

სოციალურ ქსელებში დვალიშვილისა და ვოლკანოვსკის ბრძოლის იდეა არაერთხელ გაჟღერდა. მერაბმა ეს იდეა თავიდანვე უარყო და თქვა, რომ ავსტრალიელს არასდროს დაუპირისპირდებოდა. "მანქანა" თვლის, რომ ვოლკთან ჩხუბი ძალიან გაუჭირდება და გარდა ამისა, მას დიდ პატივს სცემს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ვოლკანოვსკიმ და დვალიშვილმა ამის შესახებ იხუმრეს კიდეც.

გარისკვა არ მინდა, მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ წონის კლება საშინელებაა, მირჩევნია თავი მოვიკლა და ჩემს დივიზიონში დავრჩე. ვოლკანოვსკისთან ჩხუბი არ მინდა. მოგვიანებით შეგვიძლია საჭმელი ერთად მოვამზადოთ. - განაცხადა მერაბმა
ამას ვაფასებ, პატივისცემა ორმხრივია. ლეგენდა ხარ, ერთი სული მაქვს შენს ბრძოლას როდის ვნახავ. წარმატებას გისურვებ! - ასეთი იყო ვოლკის პასუხი

შეგახსენებთ, რომ მერაბის მომავალი ბრძოლა კვირას გამთენიისას შედგება. მისი მოწინააღმდეგე შონ ო'მალი იქნება, რომელსაც მეორედ შეხვდება.

სხვა სტატიები