"არ მახსოვს, რომ მერაბი ასეთ უსამართლობას აპროტესტებდა" - უმარ ნურმაგომედოვი
რამდენიმე კვირის წინ დანა უაითმა განაცხადა, რომ უმარ ნურმაგომედოვი მერაბს და ო'მალის შორის გამარჯვებულს შეხვდება. მერაბის მსგავსად, ბევრისთვის ეს განცხადება მოულოდნელი გამოდგა, რადგან უმარმა რეიტინგში მყოფ მეტოქესთან მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიელი რეიტინგში მე-2 ადგილზეა, დვალიშვილი მის სატიტულო ბრძოლას დამსახურებულად არ მიიჩნევს. აღნიშნულ სიტუაციას უმარიც გამოეხმაურა.
როცა მერაბის მეგობარი თოფურია 6 ზედიზედ მოგების და TOP 5-ში მხოლოდ ერთი ბიჭის - ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ ტიტულზე იბრძოდა, არ მახსოვს, რომ მერაბი ასეთ "უსამართლობას" აპროტესტებდა. - წერს უმარი საკუთარ X-ის გვერდზე
When Merab’s friend, Topuria fought for the title, after 6 consecutive wins, and beating only one top 5 ranked opponent Josh Emmet, I don’t remember that Merab was desperately protesting against such ‘unfairness’. 👀
— Umar Nurmagomedov (@UNmgdv) September 16, 2024
დვალიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ნურმაგომედოვი სატიტულო ბრძოლას არ იმსახურებს. მერაბის აზრით, UFC მას საქმეს უადვილებს. ქართველის აზრით, საჩემპიონო შანსს დეივსონ ფიგერედო მეტად იმსახურებს.