"არ აქვს მნიშვნელობა თოფურია თუ მახაჩევი, მთავარია ტიტული" - არმან ცარუკიანი
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, არმან ცარუკიანსა და ისლამ მახაჩევს შორის ბრძოლა არ შედგა. სომეხი სატიტულო ჩხუბს რამდენიმე საათით ადრე ჩაეხსნა, რის მიზეზადაც წელის ტრავმა დაასახელა. ამ ეტაპზე მისი მომავალი მეტოქის შესახებ მცირე კითხვებია. ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა რომ არმანი ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს.
არმანი კი ამბობს, რომ მისთვის მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი ტიტულია.
არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ჩემი მოწინააღმდეგე, მთავარი ტიტულია. რა თქმა უნდა, ისლამთან ჩხუბი მინდა. 'ვინ არის ჩვენში საუკეთესო?' - ამ კითხვას საბოლოოდ პასუხი უნდა გაეცეს. ისლამი UFC-ში უკონკურენტოა და ხალხმა ნახა, რომ მისი დამარცხება შემიძლია.
ამ მომენტისთვის სატიტულო რბოლიდან ჩახსნილი ვარ. იმ შემთხვევაში თუ ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლა ჩაინიშნება, მე ვიჩხუბებ (თუ მახაჩევის წონას შეიცვლის). თუ ისლამი დარჩება და ვინმეს შეხვდება, მაგალითად ილიას, ამის შემდეგ ჩემი რიგიც მოვა. - განაცხადა არმან ცარუკიანმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბრძოლისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. ვრცელდება ჭორები, რომ ის ისლამ მახაჩევს შეხვდება. აქვს იმასაც გეტყვით, რომ საბრძოლი ბანაკში მახაჩევიც ჩართულია.