Belive

ანრი სურმანიძე ევროპის ჩემპიონია

10 თვის წინ სხვა
1 წთ

ოზურგეთელი მკლავჭიდელი ანრი სურმანიძე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია (90 კგ მარცხენა მკლავი). აღნიშნულ ინფორმაციას გურია TV ავრცელებს. მოლდოვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სურმანიძემ ბრწყინვალედ იასპარეზა და პირველობა არავის დაუთმო.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთელი მკლავჭიდელისთვის ეს პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი იყო, რომელსაც თავი ღირსეულად გაართვა.