Belive

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გრან პრის ფინალის გამარჯვებული წყვილი გახდა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 2023 წლის გრან პრის ფინალის გამარჯვებული სპორტულ წყვილებში საქართველოს ფიგურული ციგურაობის წარმომადგენლები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გახდნენ.

პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე წყვილმა სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა 131,63, ჯამური კი რეკორდული 202.11 ქულა დააგროვა და იუნიორთა შორის სპორტულ წყვილებში გრან პრის ეტაპების ფინალის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, ზუსტად 5 წლის წინ 2018 წლის 8 დეკემბერს სპორტული ცეკვების ფინალში გაიმარჯვა მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას წყვილმა.

სხვა სტატიები