Belive

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვა ვერცხლის მედლის მფლობელია

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ლიეტუვას ქალაქ კაუნასში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა მოციგურავემ ქალთა შორის ორი პროგრამის ჯამში 206.52 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, როგორც ქალთა შორის ასევე სპორტულ წყვილებში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ორი ვერცხლის მედლის მფლობელია, ეს ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოახერხეს.