"ამით შეძლებს გამძლეობა სხვა დონეზე აიყვანოს და მერაბიც გამოიწვიოს" - თიჯეი დილაშოუ
რემპეიჯ ჯექსონი, ბობი გრინი და თიჯეი დილაშოუ JaxxonPodcast-ში UFC 321-ს ბრძოლებს განიხილავდნენ. უმარ ნურმაგომედოვისა და მარიო ბაუტისტას ჩხუბის ყურების შემდეგ, თიჯეიმ დაღესტნელს ერთი რჩევა მისცა. ამერიკელის აზრით, უმარს გამძლეობისა და კარდიოს მომატება სჭირდება, ამაში კი, სემ კალავიტა დაეხმარება.
ჩემი აზრით, ის ბაუტისტასგან ყველა ასპექტში გაოგნებული დარჩა. დგომის ტექნიკა კარგი იყო, კარგი იყო გრეპლინგის ტექნიკაც და მჯერა, რომ კარდიო უმარზე უკეთესი ჰქონდა. ვფიქრობ, თავისი რუსული კონტაქტები უნდა გამოიყენოს და სემ კალავიტასთან სავარჯიშო ლაბორატორიაში მივიდეს გამძლეობის გასაუმჯობელებლად. ამის შემდეგ შეძლებს მერაბი გამოიწვიოს.
უმარი თავს არ იშურებს და ბევრს შრომობს. მისი ტემპი ძალიან, ძალიან მაღალია. ხშირ შემთხვევაში მას მოწინააღმდეგეების დაჩაგვრა შეუძლია, რადგან ტექნიკურად კარგია და გამძლეობაც დიდებული აქვს. მოწინააღმდეგე, რომელიც ასეთ ტემპს უძლებს, აუცილებლად გამოგიჭერს. ასეთ ხალხს მეცნიერულად უნდა მივუდგეთ, როგორც სემ კალავიტა აკეთებს. უმარი ახალ დონეზე უნდა ავიდეს, რომ მერაბს თანაბარი წინააღმდეგობა გაუწიოს. - ამბობს დილაშოუ
TJ Dillashaw believes Umar Nurmagomedov should train with Sam Calavita at The Training Lab to elevate his conditioning to challenge Merab Dvalishvili 🥶🔥
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) October 29, 2025
"I think we need to get Umar with Sam Calavita at the Training Lab to get him on that conditioning so he can get Merab.… pic.twitter.com/E3AZcMUUik
სემ კალავიტა MMA-ს სამყაროში მეტ-ნაკლებად ახალი სახეა. ის მებრძოლებს ფიზიკურად და მენტალურად ამზადებს. მასთან ხამზატ ჩიმაევი და არმან ცარუკიანიც ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა ნურმაგომედოვმა მარიო ბაუტისტას წინააღმდეგ მოიგო და ამ გამარჯვების პირველ ადგილზეც გადავიდა.