Belive

"ამ ჩხუბში ინიციატორი მე ვიქნები" - პიოტრ იანი დვალიშვილთან ბრძოლაზე

10 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება. რამდენიმე საათის წინ UFC Countdown-ის მორიგი ეპიზოდი გამოვიდა, სადაც რუსი დვალიშვილთან მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს. იანი მერაბისგან ახალ გეგმას არ ელის, როცა ქართველი ყველა ინტერვიუში იმაზე ლაპარაკობს, რომ მესამე ბრძოლაში სულ სხვა იქნება.

ჩვენს შემდეგ ბრძოლაში მერაბი იგივე იქნება და განსხვავებულს არაფერს გააკეთებს. იჭიდავებს, წნეხს გაზრდის და დაუფიქრებლად წინ ივლის. მის სტილში ქაოსია. ამავდროულად, ის ძლიერი მეტოქეა, რომელსაც დივიზიონში ფაქტობრივად ყველა მებრძოლი დამარცხებული ჰყავს. მას არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვწერ. ჩემს გამარჯვებას ვხედავ. ამ ბრძოლაში მე ვიქნები ინიციატორი.

ჩვენი წინა ორი ბრძოლის გათვალისწინებით, ერთმანეთზე საკმარისი ინფორმაცია გვაქვს იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ. - პიოტრ იანი

მერაბ დვალიშვილის და პიოტრ იანის ტრილოგია აბუ დაბიში 24 ოქტომბერს გაიმართება. ეს ბრძოლა ღონისძიბის თანამთავარი ჩხუბი იქნება. შეგახსენებთ, რომ მერაბსა და იანს შორის ანგარიში 1:1. ბოლო ბრძოლაში იანმა გაიმარჯვა და დვალიშვილს ქამარიც წაართვა.

სხვა სტატიები