"ამ ჩხუბში არანაირი ზიანი მიმიღია" - ხამზატ ჩიმაევი
3 საათის წინ
სხვა
1 წთ
ხამზატ ჩიმაევმა შონ სტრიკლენდთან გამართულ სატიტულო დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მებრძოლი მსაჯების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად ოქტაგონზე საკმარისი გააკეთა.
კარგი იქნება, რომ გამარჯვებულს შევხვდე. მე შონთან ჩხუბი არ წამიგია. არასდროს მინახავს ვინმეს, ვინც სულ უკან დადის და მხოლოდ ჯებს ისვრის, ბრძოლა მოეგოს. მსაჯები სულ დაზიანებას ახსენებენ. მე არანაირი ზიანი მიმიღია. ამ ჩხუბის შემდეგ ჩვეულებრივი ვარჯიში გავაგრძელე. არ ვიცი ისინი რას უყურებდნენ. - ამბობს ხამზატი
Khamzat Chimaev still feels like he beat Sean Strickland and wants his next fight to be for the belt. 😤 🏆
— MMA Junkie (@MMAJunkie) September 17, 2026
(via @dannyseguratv) pic.twitter.com/djeifvRl5Q
შეგახსენებთ, რომ UFC 328-ის მთავარ ღონისძიებაზე ხამზატ ჩიმაევსა და შონ სტრიკლენდს შორის საშუალო წონის სატიტულო 5-რაუნდიანი ორთაბრძოლა შედგა. მსაჯების გადაწყვეტილება გაიყო და გამარჯვება შონ სტრიკლენდს მიენიჭა, რომელმაც ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა, ხოლო ჩიმაევმა კარიერაში პირველი მარცხი მიითვალა.