"ამ ბრძოლაში მაქსისკენ ვიხრები" - ვოლკი ილიასა და მაქსის ბრძოლაზე
მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას ბრძოლა ნელ-ნელა გაოფიციალურებისკენ მიდის. დანა უაითმა განაცხადა, რომ BMF-ის ახალ ბრძოლაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
ილიასა და მაქსის შესაძლო დაპირისპირებაზე თოფურიას ყოფილმა მეტოქეც - ალექს ვოლკანოვსკიმ ისაუბრა.
ვფიქრობ ილია დიდებული მებრძოლია მაგრამ, ამ დაპირისპირებაში მაქსისკენ ვიხრები. ჰოლოუეის ყბა არაერთხელ გამოიცადა და ვფიქრობ მისი კრივიც საკმარისად კარგია. ამ ბრძოლაში ბევრ დარტყმას მიიღებს, ილია მის ყბას გატესტავს. ამავდროულად, ვფიქრობ მაქსი გაიმარჯვებს თუ ბრძოლა ბოლო რაუნდებამდე გაგრძელდება. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ
Alexander Volkanovski explains why he believes that Max Holloway would defeat Ilia Topuria:
— Championship Rounds (@ChampRDS) June 5, 2024
"Look I think Ilia's a great fighter, but I would probably pick Max in that one. I think [Max's] chin's obviously held up many times and I think his boxing's gonna be good enough.
He… pic.twitter.com/WjOYcT5G8y
შეგახსენებთ, რომ BMF-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია. ბუნებრივია, რომ "მატადორმა" გამოწვევას უპასუხა და ბრძოლაზე დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ დიდია ალბათობა ილიამ და მერაბმა კვლავ ერთ საღამოს იჩხუბონ. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ სექტემბერში ბრძოლა სურს. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში მზად იქნება ილიას და მერაბს, UFC 298-ის მსგავსად, ისევ ერთ საღამოს ვიხილავთ.